ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიის ზონის მიმდებარედ ჰაერის ხარისხი გამოიკვლიეს: ყველა კომპონენტი დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში,  ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხი გამოიკვლიეს.

გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები,  აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. 

“აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც”,-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....