ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს.

გარდაცვლილია ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა მეორე მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

იტვირთბა....