ახალი ამბები მთავარი სამართალი

იან კელი: საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას ველოდებით, რის შემდეგაც დავეხმარებით

საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი აცხადებს, რომ ამერიკა ელოდება საქართველოს მთავრობის ინფორმაციას, კონკრეტულდ რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ დაეხმარებიან.

“რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთვრობას ჩვენი დახმარება. გუშინ ვესაუბრე ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებზე მუშაობს და ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდებათ დახმარება. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდეგ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, ჩვენ დავეხმარებით”,- განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში მეოთხე დღეა ცეცხლს ებრძვიან. ადგილზე ქართულ და თურქულ ვერტმფრენებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ბელორუსული ვერტმფრენიც ჩაერთო. ბორჯომის ხეობაში პრეზიდენტი იმყოფება.

იტვირთბა....