ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს არ არის გამორიცხული დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაჩნდა.
ამის შესახებ განცხადება მღებრიშვილმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.
„მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა მღებრიშვილმა.
ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირზე დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.