გორის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყის მასივს უკიდია.
ამ დროისთვის ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. მიუვალი ადგილების გამო ხანძრის ლოკალიზება გართულებულია.
არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი სოფლამდე ჩავიდეს.
ადგილზე ხაშურიდან სახანძროს ელოდებიან. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ზემო ბოშურში უკვე გაემგზავრა.
GHN