ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცეცხლს აქრობენ ჟინვალში.
“პირველ რადიოს” ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 25 მეხანძრე. ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა მოდებული. საგანგებო სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლი ხმელ ფოთლებს და ბალახს მოედო. ცეცხლი ლოკალიზებულია და არ არსებობს გავრცელების საფრთხე.
პირველი რადიო