ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ საჭიროება გახდება, პირბადეების მარაგი გვაქვს, რომელსაც მოსახლეობას დავურიგებთ”

ბორჯომის ხეობაში მყოფი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსახლობას პირბადეები დაურიგდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაციისკენ ტენდენცია გაჩნდა, ქარი ხანძრის ბოლომდე ჩაქრობას ხელს უშლის.

„მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაციისკენ ტენდენცია გაჩნდა, მშრალი ამინდი და ქარი ართულებს შედეგის განმტკიცებას. ვფიქრობ, რომ საღამოსკენ უფრო ხელმოსაჭიდი შედეგები გვექნება. ჩვენ ვაკონტროლებთ და მჭიდრო მონიტორინგში გვაქვს ჰაერის ხარისხი, კვამლის მიმართულებამ მოიმატა. თუ საჭიროება გახდება, პირბადეების მარაგი გვაქვს, რომელსაც მოსახლეობას დავურიგებთ,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....