“რუსულმა მხარემ გამოთქვა დახმარების სურვილი, მაგრამ ეს არ გახდა საჭირო. ჩვენ ამას აუვალთ…” – ასეთი განცხადება გააკეთა სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს პრემირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან.
ხანძართან ბრძოლა ამ წუთშიც გრძელდება. თურქი მაშველები უკვე ბათუმში არიან და ბორჯომისკენ მიემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, ბორჯომის ხეობაში, ტყეში გაჩენილ ხანძართან ბრძოლა მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით დამწვარია 12 ჰექტარი ტყის მასივი.