ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“2 ვერტმფრენის ყიდვა ვერ შევძელით ბოლო 20 წლის მანძილზე”

„რატომ უნდა ვთხოვდეთ ვერტმფრენს აზერბაიჯანს ან თურქეთს, სომხეთს ან უკრაინას, 2 ცალი ვერტმფრენის ყიდვა როგორ ვერ შევძელით ბოლო ამ 20 წლის მანძილზე?”- ასეთ განცხადებას აკეთებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.

 

მისი თქმით, ხანძარსაწინააღმდეგო პოლიტიკა არცერთ ხელისუფლებას არ აქვს შემუშავებული და სწორედ ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება.

“დაუდევარია მთავრობა, რომელსაც არა აქვს ტყის მასივების ხაძარსაწინააღმდეგო პოლიტიკა შემუშავებული და ეს დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. გარემოს დაცვის მინისტრი – აგულაშვილი არჩევნების გაყალბებით იყო დაკავებული და დრო არ დარჩა ამ პოლიტიკის შესამუშავებლად. მწარე სიმართლეა, მაგრამ დაუდევარნი ვართ ჩვენც… მოსახლეობაც, რომელიც კოცონს იქ ანთებს, სადაც უნდა… და ისე ანთებს, როგორც უნდა. ცოტა ხნის წინ ბორჯომში ვიყავი და დამსვენებლების მიერ დანთებულ არაერთ კოცონს გადავეყარე”- წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, ბორჯომის ხეობაში, ტყეში გაჩენილ ხანძართან ბრძოლა მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით დამწვარია 12 ჰექტარი ტყის მასივი.

იტვირთბა....