ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

იტალიაში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიაში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ქალაქ კაზამიჩოლაში ხანდაზმული ქალი დაიღუპა, რომელიც ეკლესიის ნანგრევებში მოყვა.

მედიის ცნობით, ნანგრევებში არანაკლებ 7 ადამიანია მოყოლილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები, მეხანძრეები და მედიკოსები მუშაობენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ისკიაზე 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

იტვირთბა....