მოგეხსენებათ, საქართველოში მოსახლეობის 99% ბანკის ვალი აქვს. აქედან, თითქმის ყველას ბინის უზრუნველყოფით! კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არცერთ ევროპის ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში არაა ასეთი მაღალი პროცენტი. თითქმის ყველგან სახელმწიფო არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. სახელმწიფო ინტერესი უნდ გახდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების და ქუჩაში დატოვებისგან დაცვა. მითუმეტეს, ქვეყანაში მცირე ბიზნესი დაუცველია და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხალხი ქუჩაში რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ყველანაირად დაუცველია თავის ქვეყნის მხრიდან.
მოქალაქეები იძულებული გავხდით მივიღოთ ზომები და დავიცვათ საკუთარი უფლებები შემდეგი მოთხოვნით. გაიღვიძე სახელმწიფო სანამ კარვების ქალაქად გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. 1 სექტემბრიდან ვიწყებთ ხელმოწერებს და 10 სექტემბრიდან მივმართავთ მთავრობას დაჩქარებული წესით მიიღოს ზომები და დაიცვას თავის ქვეყნის მოქალაქეების უფლებები! დროა გავერთიანდეთ დავიცვათ ჩვენი უფლებები!!!
პეტიციაზე ხელმომწერნი მოვითხოვთ, რომ შემუშავდეს მთავრობის მხრიდან რეგულაციები- დააკლდეს პროცენტები არსებულ სესხებს, განსაკუთრებით, იპოთეკურ სესხებს.