გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კერძოდ, კომპანია თელასის ცნობით, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.