ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა

ბათუმში, 16 აგვსიტოს, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, რომელმაც სხეულის 90- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, დღეს დილით გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებული გუშინ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ის დღეს დილით გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადის. მას სხეულის 32 % დამწვარი აქვს.

შეგახსენებთ, ბათუმში, ორი დღის წინ გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.

იტვირთბა....