ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვაშინგტონი მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში

ვაშინგტონი მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.

„პრეზიდენტი ტრამპი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ამ თავდასხმის გამოძიებაში, მისი ორგანიზატორების და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემაში აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერის გაწევას დაპირდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.

ამავე დღეს, ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ 5 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს.

იტვირთბა....