შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.