ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აქედან ვაპირებ უკრაინაში გადასვლას და ეს 10 სექტემბერს მოხდება”: სააკაშვილი BBC-სთან

“მე მაქვს სახლი უკრაინაში, იქ არის ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საქართველოშიც მაქვს სახლი, ხოლო პოლონეთში იმიტომ ვარ ახლა, რომ ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს”, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-სთან.

მისი თქმით, ის ვარშავადან აპირებს კიევში დაბრუნებას. “პოლონეთი ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში გადასვლას და ეს 10 სექტემბერს მოხდება…“, – განმარტა მან.

“მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, მე ვსარგებლობ ყველა უფლებით” – ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სააკაშვილს, ის როცა უკრაინაში არ იმყოფებოდა, მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....