ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 18 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად არანაკლებ 18 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით France-Presse-ი წერს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულებს შორის არიან ესპანეთის,საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, არგენტინის, ვენესუელის, ავსტრალიის, უნგრეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, საბერძძნეთის, კუბის, მაკედონიის, ჩინეთის, იტალიის, რუმინეთისა და ალჟირის მოქალაქეები.

ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე ტერაქტი 17 აგვისტოს მოხდა. სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა 13 ადამიანი, დაშავდა – 100-ზე მეტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იტვირთბა....