ცოტნე გამსახურდია დავით თევზაძეს პასუხობს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოტნე გამსახურდიამ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, დავით თევზაძემ 90-იან წლებში მარტვილში, მისი მეგობრის სახლი მხედრიონელებთან ერთად გაძარცვა.
“ცოტნე, ახალგაზრდა კაცი ხარ და ერთს გეტყვი (გაითვალისწინებ თუ არა, შენი საქმეა): არასოდეს გაიხსენო ის, რაც შენი თვალით არ გინახავს და მონაყოლით იცი. ბევრ უხერხულობას აირიდებ თავიდან. თუნდაც ზემოთმოყვანილ ციტატაში, სულ ცოტა, ორი უზუსტობაა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ “მხედრიონთან” ერთად არც მარტვილში ვყოფილვარ, არც სხვაგან.
P.S. სასამართლოს არ გაკადრებ, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რომლის სიკვდილშიც ასევე უბრალო ვარ (შესაძლოა, შენ სხვანაირად გგონია) და მართლა “კაცუნა” უნდა ვიყო, რომ აგყვე
ერთი კია, თუ მიზნად მხოლოდ ჩემი წყენინება გქონდა, გამოგივიდა. უფალმა შეგინდოს, ვინაიდან ცილისწამებაც ცოდვაა. დიდი ცოდვა. გეყოლება მოძღვარი და აგიხსნის.” – პასუხობს დავით თევზაძე.
ამის შემდეგ ცოტნე გამსახურდია მას კიდე ერთხელ პასუხობს:
“აი, ეს უპასუხეს დღეს დავით თევზაძეს მის ნაბოდვარზე. ტრაგედიაა, რომ ამ ქვეყანაში ამდენი გონებადახშული და ნამუსგარეცხილია, ვისაც თევზაძისნაირები კიდევ მოსწონს…! მე ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ, პასუხი გავცე ამ “გენერალს”, რომელმაც წაგებული ომის შემდეგ რამდენიმე წელში, ყოველგვარი სამხედრო განათლების გარეშე მიიღო ეს წოდება.
მე არასდროს ვავრცელებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თუ იშვიათად მაინც რამეში შევცდი, არც ამის აღიარების პრობლემა მაქვს! დავით თევზაძე კი – უნდა ეკლესიაში გაიქცეს და უნდა სასამართლოში! არა მგონია შეხვედრა გაბედოს, რადგან იცის, რომ იქ მიიღებს საკუთარ საქმეებზე ბაჯაღლო სიმართლეს ამ და სხვა მის საქმეებზე…
პოლიტიკაში წასვლა მაინდომა ბიჭმა და ჰგონია, დაგვავიწყდა, რას აკეთებდა სამეგრელოში!
“გენერალო, დავით, მე გახლავართ ის პიროვნება რომელმაც მოვუყევი შენი საგმირო საქმეები ცოტნე გამსახურდიას, თუ როგორ გადაადგილდებოდი ნაძარცვი მანქანით მარტვილის რაიონში. კონკრეტულად ტარიელ ჯამბურიას გაზ 24 ით. რამის გარკვევა გწადია? ჩამობრძანდი მარტვილში, გაგახსენებ შენს საგმირო საქმეებს. თუ ეს არ შეგიძლია, მე მზად ვარ ჩამოვიდე და პირში მოგახალო ის, რაც მოხდა ბიძაჩემის ოჯახში.” – პასუხობს ცოტნე გამსახურდია ყოფილ მინისტრს.