ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაცუნა უნდა ვიყო რომ აგყვე”: დავით თევზაძე ცოტნე გამსახურდიას ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, სოციალურ ქსელში, ცოტნე გამსახურდიას მიერ გამოქვეყნებულ იმ ბრალდებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ დავით თევზაძემ 90-იან წლებში მარტვილში, მისი მეგობრის სახლი მხედრიონელებთან ერთად გაძარცვა.

“ცოტნე, ახალგაზრდა კაცი ხარ და ერთს გეტყვი (გაითვალისწინებ თუ არა, შენი საქმეა): არასოდეს გაიხსენო ის, რაც შენი თვალით არ გინახავს და მონაყოლით იცი. ბევრ უხერხულობას აირიდებ თავიდან. თუნდაც ზემოთმოყვანილ ციტატაში, სულ ცოტა, ორი უზუსტობაა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ “მხედრიონთან” ერთად არც მარტვილში ვყოფილვარ, არც სხვაგან.

P.S. სასამართლოს არ გაკადრებ, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რომლის სიკვდილშიც ასევე უბრალო ვარ (შესაძლოა, შენ სხვანაირად გგონია) და მართლა “კაცუნა” უნდა ვიყო, რომ აგყვე
ერთი კია, თუ მიზნად მხოლოდ ჩემი წყენინება გქონდა, გამოგივიდა. უფალმა შეგინდოს, ვინაიდან ცილისწამებაც ცოდვაა. დიდი ცოდვა. გეყოლება მოძღვარი და აგიხსნის.” – პასუხობს დავით თევზაძე.

იტვირთბა....