ისნის მეტროსთან შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვალებმადე მას შელაპარაკება უცნობ მამაკაცთან მოუვიდა, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურში გადაიზარდა. ჩხუბის შედეგად მამაკაცი წაიქცა და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
შინაგან საქმეშა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირია დაკავვებული და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრლი, რაც სხეულის განზრახ მძმედ დაზიანებას გულისხმობს.