ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ლილოში დაკავებული პირი დაჭრილი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თეა პერტაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს რამდენიმე საათის წინ ლილოში დაკავებული ძებნილი პირი დაჭრილია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ძებნილმა პირმა სპეცოპერაციის დროს,  გაქცევა სცადა და სწორედ ამ დროს მან ფეხი დაიზიანა. ის სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგეხსენებთ, რომ ერთი საათის წინ ლილოში სპეცოპერაცია ჩატარდა, პილიციამ  მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის  117-ე მუხლით ედება, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა 2013 წელს, მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიიმალა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ფეხში იყო დაჭრილი.

იტვირთბა....