გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა ჯარისკაცებს კომპენსაციას გადაუხდის.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2 500 ევროს ოდენობით კომპენსაციას 5 ვეტერანი მიიღებს, თუმცა, ტყვეობაში მყოფთა რაოდენობა ზუსტდება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.
„ჯერჯერობით ნაპოვნი არის, დაახლოებით, 5 ადამიანი. არა მარტო თბილისის მასშტაბით, ვეტერანებიდან რომელიმე, თუნდაც ცოტა ხანი თუ იყო ჩავარდნილი ტყვედ, აბსოლუტურად მიიღებს კომპენსაციას. საბედნიეროდ, გერმანიის მთავრობამ გამოხატა კეთილი ნება,“ – განაცხადა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ.
rustavi2.ge