თბილისის გარე განათების მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის მონტაჟი დაიწყო, რომელიც გარე განათების სხვადასხვა ობიექტიდან ინფორმაციის მიღება-გაცემას 0,5 წამში უზრუნველყოფს, -ინფორმაციას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი სისტემის მეშვეობით დედაქალაქის გარე განათების მართვა და კონტროლი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, GSM სისტემის ნაცვლად ახლა უკვე GPRS კავშირით განხორციელდება, როგორც ცენტრალურისადისპეჩერო ფარიდან, ასევე სმარტფონისა და პლანშეტის გამოყენებით.
აღნიშნული სისტემის დახმარებით, უკვე შესაძლებელია ელ. ენერგიის ხარჯისა და შემომავალი ძაბვის ქსელში გაუსვლელად – ონლაინ რეჟიმში კონტროლი.
დღეის მდგომარეობით, მართვისა და კონტროლის ახალი სისტემა თბილისში არსებული 900ჩამრთველი პუნქტიდან 50 ერთეულზე უკვე დამონტაჟებულია.


