რკინიგზის დეპარტამენტის წინ რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. მათი თქმით, გურჯაანის რკინიგზის სამსახურში სამუშაო ადგილების გაუქმების შემდეგ, სამუშაოდ სადახლოში გადაიყვანეს, რის გამოც ჯერ თბილისში უწევთ ჩამოსვლა და შემდეგ – სადახლოში.
ისინი ძველი სამუშაოს ადგილზე აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელფასის მომატებასა და საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვენ.
მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

