aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გამოცხადებული დეპრესიის შემდეგ შინეიდ ო’კონორი ჰოსპიტალიზირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” რამდენიმე დღის წინ წერდა ირლანდიელ მომღერალ შინეიდ ო’კონორზე, რომელმაც ვიდეო გაავრცელა და აღნიშნავდა რომ ის დეპრესიაშია. კონორი აღიარებდა, რომ უამრავი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანიდან ის ერთ-ერთია, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს.

“ეს ვიდეო გადავიღე იმიტომ, რომ მე, ერთ-ერთი ვარ იმ მილიონი ადამიანიდან , რომლებიც ფსიქიკური  აშლილობით არიან დაავადებულები…   – თქვენთან ერთად ცხოვრება, სითბო და მზრუნველობა მჭირდება. ჩვენ ტვინით დაავადებულები ვართ. ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანს აღმოაჩნდება კიბოს დაავადება, ჩვენ აუცილებლად შეგიყვარებდით, ვიზრუნებდით მასზე, ყველანაირად გვერდში დაგიდგებოდით და არასოდეს მივატოვებდით”… – ამბობს მომღერალი და ფეისბუქის გვერდზე პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეორგოლში, რომელიც 12 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს, შინეიდი ამბობს, რომ ის აბსოლუტურად მარტოა და მას საკუთარი მკურნალი ექიმის გარდა არავინ გააჩნია.

მომღერალი ნიუ-ჯერსის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზი რამდენიმე დღის წინ მის მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც მუსიკოსი დეპრესიაზე და თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობდა.

“გთხოვთ გამიგოთ. მე ვერცერთ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ; ვფიქრობ რომ ეს ინფორმაცია დაამშვიდებს იმ ადამიანებს, ვისაც ჩემზე გული შესტკივა” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....