ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მომღერალი შინეიდ ო’კონორი დეპრესიაშია და დახმარებას ითხოვს(ვიდეო)

50 წლის ირლანდიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა შინეიდ ო’კონორმა facebook-ზე ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის ოჯახმა მიატოვა და თვითმკვლელობაზე ისევ ფიქრობს. მიზეზი კი სამი სხვადასხავა სახის ფსიქიკური აშლილობაა.

ამ ვიდეოს შემდეგ მომღერლის facebook-ზე პოსტი გამოჩნდა, სადაც შინეიდის თხოვნით წერს უცნობი პირი, რომ მომღერალი უსაფრთხოდაა და თავის მოკვლას არ აპირებს:

“ამ პოსტს შინეიდის თხოვნით ვწერ, რომ ყველამ ვისაც ის უყვარს, გაიგოს, რომ ის უსაფრთხოდაა და არ აპირებს თავის მოკვლას.ის გარშემორტყმულია სიყვარულით და მზრუნველობით. მან მთხოვა, რომ ეს დამეწერა, რადგან იცოდა, რომ თქვენ შეშფოთებული იყავით. ვიმედოვნებ, რომ ეს თქვენთვის საინტრესოა”- ნათქვამია პოსტში.

შინეიდ ო’კონორი რამდენჯერმე გაუჩინარდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში იყო. მან facebook-ზე პოსტი დაწერა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. ამ ამბის შემდეგ პოლიციამ მისი პოვნა მალევე შეძლო. ერთი წლის შემდეგ ის კვლავ გაუჩინარდა, მაშინაც პოლიციამ მისი პოვნა შეძლო.

მომღერალს ბიპოლარული აშლილობა აქვს, მას ხშირად აქვს დეპრესია, ო’კონორი ფსიქიკის პრობლემების გამო არაერთხელ მოათავსეს სამკურნალოდ კლინიკაში.

 

იტვირთბა....