“ქართუს” პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური, მუსიკალური ფესტივალის “ჯემ ფესტის” ირგვლივ მიმდინარე სკნადალს ეხმაურება და ამბობს, რომ ფესტივალი ჩაფლავდა და ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
“GEM fest-ი ჩაფლავდა და დიდი ალბათობით, სამუდამოდ დასამარდა. სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო ჩართული, ჩაითვლებოდა რომ ბიზნეს-პროექტი რისკზე წავიდა და ჩაიწვა, მაგრამ რადგან სახელმწიფო ეხმარებოდა Gem fest-ს, ლიგიკურია, რომ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს 2 მილიონით დაფინანსებული ტურისტულ პროეტქის ჩავარდნაზე”.-წერს უძილაური.
დღეს ფესტივალზე დასაქმებულმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ორგანიზატორებისგან დაპირებული ანაზღაურების დაუყოვნებლივ გადახდა მოითხოვეს. ფესტივალი “ჯემ ფესტი” ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა . ფესტივალი ოფიციალურად დღეს დაიხურა.