aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯემ ფესტზე” დასაქმებულები აქციას მართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ფესტივალის შესასვლელი გადაკეტეს და ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ უშვებენ. მათი თქმით, ორგანიზატორებმა კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს და მოტყუებულები აღმოჩდნენ.

„საერთო ჯამში, საუბარია 42 ადამიანზე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბილეთების კონტროლზე ვიყავით დასაქმებული. 500 ლარზე ვიყავით შეთანხმებული და დღეს 100 ლარი დაარიგეს. ჩვენ აქ ვდგავართ დილიდან და არავის არ შევუშვებთ ამ ტერიტორიაზე, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას. ეს არის ჩვეულებრივი აფიორა, რომლის ასე დატოვებასაც არ ვაპირებთ. მთელი თვე იხელფასოდ რა პირობებში აღარ გვამუშავეს და ახლა იმ კაპიკების მოცემაც არ უნდათ რაზეც შევთანხმდით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....