თეთრი სახლის კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა ენტონი სკარამუჩიმ, რომელმაც თანამდებობა დანიშვნიდან 10 დღეში დატოვა, პოსტიდან წავლის შემდეგ, ABC News-ს პირველი ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, თეთრ სახლში არიან ადამიანები, რომლებსაც დონალდ ტრამპის თავიდან მოცილება სურთ. მისი განცხადებით ტრამპი პოლიტიკური ესტაბლიშმენტის წარმომადგენელი არ არის, ამიტომაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის თავიდან მოიშორონ.
სკარამუჩის თქმით, ვაშინგტონში, მათ შორის თეთრ სახლში, არიან ადამიანები, რომელთა ინტერესები არ იკვეთება ტრამპის ინტერესებთან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ საქმე გაკეთდეს, ტრამპმა აუცილებლად ის ადამიანები უნდა შემოიკრიბოს გარშემ და დაასაქმოს, რომლებიც დიდად ლოიალურები იქნებიან.
“ესაა, რაც ახლა თეთრ სახლში ხდება: პრეზიდენტი არაა პოლიტიკური ესტაბლიშმენტის წარმომადგენელი, ამიტომ, გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტრამპის თავიდან მოცილება სურთ”, – აცხადებს სკარამუჩი.