ბათუმში ზღვიდან მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი გამოიყვანეს.
როგორც ირკვევა, იგი ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა.
ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაყვანილია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ურეკსა და ბათუმში 27 ადამიანი გადაარჩინეს. ამასთან, ერთ დღე-ღამეში, მათ ექვსი დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს.