შვედეთის ქალაქ მალმეში თავდასხმა მოხდა. შენობაში, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებისთვის ქირავდება, ცეცხლი უცნობმა პირმა გახსნა.
სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის დროს შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა და ამჟამად მათ პოლიცია კითხავს.
სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ ეჭვმიტანილი. საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.