ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა. ორგანიზაცია Rasmussen Report-ის მონაცემებით, ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 45%, მაშინ როდესაც მისი მხარდამჭერების მაჩვენებელი გასულ კვირას მხოლოდ 39% იყო.

მიუხედავად რეიტინგის ამაღლებისა, ამერიკის პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოა მოსახლეობის 53%.

16 ივლისს, გამოცემა Washington Post-ის მონაცემებით, ტრამპის პირველი 6 თვის მუშაობის რეიტინგმა სხვა პრეზიდენტებთან შედარებით ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. დონალდ ტრამპის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 36 %. 1975 წელს ჯერალდ ფორდის რეიტინგი 39 % იყო.

იტვირთბა....