ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში შემოვიყვანთ ქვეყანაში, ის აქ შემოვა ორი ფეხით და ორი ხელით”

სააკაშვილის პარტია, მოძრაობა “ახალი ძალების” ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის განცხადებით, პარტია უკრაინაში მზად არის, რომ  მიხეილ სააკაშვილს საზღვარზე შემოდგომისას დახვდეს. განცხადება საყვარელიძემ ქალაქ ხერსონში საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.

,,ჩვენ მოვემზადებით, შემოდგომისთვის. რაც ყველაზე მთავარია მიხეილ საზღვარზე შევხდებით, ნებისმიერ შემთხვევაში შემოვიყვანთ ქვეყანაში, ის აქ შემოვა ორი ფეხით და ორი ხელით”-აცხადებს საყვარელიძე.

თუმცა კითხვაზე, კონკრეტულად საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდება დახვედრა საყვარელიძე არ აკონკრეტებს.

,,რომელ საზღვარზე და სად ამას ჩვენ გადავწყვეტთ”- განაცხადა საყვარელიძემ.

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პოროშენკომ 26 ივლისს ჩამოართვა სააკაშვილი ამჟამად უნგრეთში იმყოფება.

იტვირთბა....