ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა დაგეგმა პუტინმა სოხუმში: რუსებისა და აფხაზების გაერთიანებული სამხედრო ბაზა

საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში ჩამოსული რუსეთის პრეზიდენტი თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს მჭიდრო კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ, იმისათვის, რომ კავკასიაში უსაფრთხოების გარანტიები არსებობდეს.
„მოლაპარაკებების დროს შევთანხმდით კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ კავკასიაში. საკვანძო როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში კვლავაც აფხაზეთში მყოფი რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა შეასრულებს“ – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საპასუხოდ ჩამოვიდა.

იტვირთბა....