“უსაფრთხოების სამსახურის” ყოფილი თანამშრომელი კობა კაპანაძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, არასდროს ვყოფლვარ პრეზიდენტ სააკაშვილის მეხოტბე, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ითქვას-თავად ფაქტიც კი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს ხვდება დევნილობაში, მოქალაქეობის გარეშე, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ერთგვარი ლუსტრაცია-ხელისუფლების აგდებული დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სამართლებრივ სისტემას დღემდე პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს!” – წერს კაპანაძე.
შგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.