თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის, ინფორმაცია არ არის განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა დღეს ბიჭვინთაში უნდა გაიმართოს.