ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა დასუფთავების თანამშრომელი იმსხვერპლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 60 წლამდე ქალს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეტაკა, როდესაც ის ქუჩას გვიდა. ამის შესახებ “პირველის” კორესპონდენტი იუწყება.

“შემთხვევა “გარადოკთან” მისვლამდე, გამყოფი ზოლის პირზე მოხდა. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. როგორც ვიცი, გარდაცვლილი ქალბატონის სოციალური მდგომარეობა მძიმე არის და გარდაცვლილი ოჯხის ერთადერთი მარჩენალი იყო,” – ამბობს “სპეციალური სერვისების” დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანიძე.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....