“საქართველოს ბანკთან” ქუთაისში 3 დღე შიმშილობდა ოთარ ხმელიძე. მან პროტესტის უკიდურესი ფორმა, შეწყვიტა. თუმცა, ის ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის აგრძელებს და სიმართლეს სასამართლო დაადგენს.
“ამ ეტაპზე ვწყვეტ შიმშილობას. აუქციონი ჩემი ბინის გასაყიდად შეწყვეტილია. პროცესი შეჩერდა მანამ, სანამ დავა არ გადაწყდება. ბანკიდან შიმშილობის პერიოდში არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. რადგან სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, შევწყვიტე შიმშილობა. სამართლიანობა გაიმარჯვებს”, – აცხადებს ოთარ ხმეიძე.
შეგახსენებთ, ხმელიძე “საქართველოს ბანკს” მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ის სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს. ანუ, იმ შემთხვევაში თუ ხმელიძე სესხის გადახდის გრაფიკს დაარღვევს, ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად გაიყიდება.