გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
კერძოდ, 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 655 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 15:00 საათამდე კი 168 აბონენტს ქ. მცხეთის ნაწილში ფარნავაზის მოედანზე, მუხრანის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 13:00 საათამდე 1632 აბონენტს სოფელ დიღმის ნაწილში.