ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინაში პედოფილიის ბრალდებით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწრთვნელი დააკავეს(ვიდეო)

უკრაინელმა სამართალდამცველებმა პედოფილიის ბრალდებით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს.

sarbieli.ge-ს ინფორმაციით, ზაინბახერის მიმართ ვენის პროკურატურა 3 წლის მანძილზე ატარებდა გამოძიებას, რის შემდეგაც ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ, საქმე მისი ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

57 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში სამი გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. იმ პერიოდში ზაინბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაინბახერს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

პეტერ ზაინბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები, 1984 წელს ლოს-ანჯელესისა და 1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. იგი პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. პეტერ ზაინბახერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

 

იტვირთბა....