როდესაც ამერიკა რამეს აკეთებს, მათ უნდა უპასუხონ რაღაცით… რუსებს აქვთ ამერიკის კომპლექსი – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტთან დაკავშირებით ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ. ის პუტინის ამ გეგმას მაინცდამაინც საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს არ უკავშირებს.
”მათ ამერიკის კომპლექსი აქვთ. ამერიკა თუ რამეს აკეთებს, თუნდაც ცუდს, მათაც აუცილებლად ცუდი უნდა გააკეთონ” – ამბობს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში, კერძოდ კი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოსვლას 8 აგვისტოს გეგმავს. ინფორმაციას რუსული სააგენტო РБК ავრცელებს.