ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“უნდა დავბრუნდეთ აქ”: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის კომენტარი საქართველოზე

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე კარენ პენსი საქართველოში ვიზიტით მოხიბლულია და გული წყდება, რომ ეს მცირეხნიანი მოგზაურობა იყო.  მისი განცხადებით, რომელიც მან “იმედთან” გააკეთა, საქართველოში ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

სტუმარი განსაკუთრებით მოიხიბლა ქართული სტუმარ-მასპინძლობით და გამართული ვახშმით, ასევე ქალაქის ხეებით, ქართული ცეკვით და სიმღერით.

“არაჩვეულებრივი ვახშამი გვქონდა, სახალისო, ალბათ საკვები ერთი კვირა აღარ დამჭირდება, ვნახეთ ძალიან ლამაზი და საინტერესო ცეკვა, მოვისმინეთ საოცარი სიმღერები, ცოტა გავისეირნეთ კიდეც, ვფიქრობ უნდა დავბრუნდეთ აქ, რადგან ჩვენი მოგზაურობა ძალიან ხანომკლეა” – განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლემ.

შეგახსენებთ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა, სადაც მან პრეზიდენტ ტრამპის სახელით, საქართველოს მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.

იტვირთბა....