“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი 17 სექტებრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნაცმთავრობის გადადგომა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
“აქციები 17 სექტემბრიდან დაიწყება. ამ გაყოყოჩებულ ხელისუფლებას ხალხის ძალას ვაჩვენებთ. ეს არ არის განაწყენება, პოლიტიკაში წყენის ტერმინი არ არსებობს. „ქართული ოცნება“ ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც წამახალისებელი და მომგებიანია მხოლოდ ბოკერიასთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფრთისთვის. მათ ბოკერია და მასთან თანამშრომლობა მოსწონთ, ქართველი ხალხი ყველას დაავიწყდა. 17 სექტემბრიდან აქციების მთავარი მოთხოვნა – მთავრობის გადაყენება იქნება. დღევანდელ ხელისუფლებას ვარწმუნებ, რომ ქართველი ხალხის ძალას ვაჩვენებთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის ვიცესპიკერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებითაც, რომ აშშ-ს საელჩომ და მთავრობის პროტოკოლმა მაიკ პენსთან შეხვედრა ისე დაგეგმეს, რომ ალიანსი შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა ეს შეხვედრა ისე დაგეგმეს, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია ამ შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, რაც განზრახ გაკეთდა. ამ ხელისუფლებისა და ბოკერიას ურთიერთთანამშრომლობასადა ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას თუნდაც, ასეთი ფორმატების ფარგლებში კიდევ ერთხელ ვხედავთ. მინდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის საყურადღებოდ ვთქვა, რომ ამ შეხვედრაზე დიდი დრო სწორედ მისი და „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებას დაეთმო. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხელისუფლებასთან საერთო ენა მოგვეძებნა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საერთო ენა ვერ მოვძებნეთ. სამაგიეროდ, ხელისუფლებასთან საერთო ენა ბოკერიამ მოძებნა. ამიტომ, დღეიდან, ჩვენი გზა აქციების გზა იქნება”, – განაცხადა ინაშვილმა.
იტვირთბა....