ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაჟა-ფშაველაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 50 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი დაიწვა. დაზიანდა ასევე კორპუსის მე-8 სართული.

კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გაჟონვაა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მეტრონომს” განუცხადეს, შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდა.

“მოხდა ოპერატიული რეაგირება, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ოპერატიულად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ხანძრის სრული ლიკვიდაცია მალევე მოხდა. დამწვარია დაახლოებით 50კვ მეტრი. ეს იყო საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

 

იტვირთბა....