“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებში ხალხთან ერთად გავიმარჯვებ” – ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში”.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილთან ერთად დედაქალაქის მერის არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, კენჭს იყრიან: კახი კალაძე “ქართული ოცნებიდან”, ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” და ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოდან”.