“მაიკ პენსის ვიზიტი და პარალელურად ნატოს სამხედრო წვრთნები არის მესიჯი რუსეთისადმი“ – ასეთი კომენტარი გააკეთა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან“.
“მაიკ პენსის ვიზიტი და პარალელურად ნატოს სამხედრო წვრთნები არის მესიჯი რუსეთისადმი, რომ აშშ-ისთვის საქართველო კვლავ სტრატეგიული ინტერესის ობიექტია და აშშ საქართველოს არ მიატოვებს“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
კაკაჩია ისხენებს იმ დროს, როცა ხელისუფლება შეიცვალა და განცხადებები ვრცელდებოდა, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო რადარებიდან. მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციის მხრიდან იყო განსაკუთრებული ინტერესების გაფერმკრთალებაზე საუბარი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია და ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.