ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რომელ საქართველოზე მელაპარაკებით, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, დაიმახსოვრეთ”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ TV 112-თან სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ ის უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პოლიტიკოსია.

,,მე ვიყავი უკრაინაში, მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინული პარტიის ლიდერი, მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი. ვხვდები, რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ საქართველოთი, მაგრამ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, მე მყავს ასი ათასობით აქტივისტი მთელ უკრაინაში, ნუ ცდილობთ ისრების სხვაგან გადაყვანას… რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, დაიმახსოვრეთ ეს… რაზე მელაპარაკებით? როცა კრიმინალები უზის პოროშენკოს გვერდით…”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ამჟამად, სააკაშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფება.

იტვირთბა....