ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი სიმღერა, რომელიც პოროშენკოსთვის სააკაშვილის წინააღმდეგ, ბოლო წვეთი გახდა

უკრაინელი ექსპერტი ვლადიმირ ბოიკო საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს. იგი აცხადებს, რომ პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს:

“თავდაპირველად სააკაშვილი პოროშენკოს იმედს ამართლებდა, ერთ წელიწადში კი დაავიწყდა ვალდებულებები პოროშენკოს წინაშე, მათ შორის ისიც, რომ სწორედ მისი დამსახურებით მიიღო სამშობლოსგან გარიყულმა თავშესაფარი. გამოაცხადა, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად პოროშენკოს წინააღმდეგ იბრძოლებდა. მან საამისოდ შეურაცხმყოფელი პოლიტიკური პროპაგანდა აირჩია. პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა უკრაინულ არხზე სააკაშვილის საავტორო გადაცემა, სადაც პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს, რომელსაც ერქვა “შოკოლადის უკანალი”. სიმღერის ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემა დაიხურა, სააკაშვილს კი მოქალაქეობა ჩამოართვეს“, – აცხადებს ბოიკო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი დღეს აშშ-ში იმყოფება.

წყარო: კვირის პალიტრა

იტვირთბა....