ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა და შესაბამისად, ბანაობა დაშვებულია.

სანაპირო ზოლზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებთან თეთრი ალმების აღმართვა მიმდინარეობს.

30 ივლისს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს, 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მთელი დღის განმავლობაში, ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრაძლულია. აღნიშნული ალმებისა და მაშველთა სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, დამსვენებლები წყალში მაინც შედიოდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.

გადარჩენის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმში (7 ფაქტი), ქობულეთში (5ფაქტი), ურეკსა (30 ფაქტი) და გონიოში (1 ფაქტი). გადარჩენილებს შორის იყო 13 წლის მოზარდიც.

იტვირთბა....