იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეებს არჩევნებისთვის რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობა 90 ათასია. წულუკიანი ამბობს, რომ 15 სექტემბრამდე ყველას აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს საკუთარი მონაცემები. თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს აქცია- უფასოდ გაიცემა პირადობის მოწმობა.
“მიუხედავად იმისა, რომ კამპანია აქტიურად არ დაწყებულა, ვუსმენთ პარტიებს და არასმთავრობოებს. ძირითადად რაც აწუხებთ, არის ის, რომ მუნიციპალიტეტებში რაც შეიძლება მალე შემუშავდეს რეგულაციები, სად შეიძლება განთავსდეს პლაკატები და სააგიტაციო მასალა. უკვე გამოვეცით რეკომენდაციები. მეორე საკითხი არის ის, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე შემოწმდეს, მხარდამჭერს აქვს თუ არა აქტიური პირადობის მოწმობა. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობა 90 ათასია. 15 სექტემბრამდე ყველას აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს საკუთარი მონაცემები. თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს აქცია – უფასოდ გაიცემა პირადობის მოწმობა. ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. მინდა, ყველა მოქალაქემ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა უწეყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა ყურადღება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და მხარდამჭერებზე ზეწოლაზე გაამახვილეს.